The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ხურციძე

გრიგოლ ხურციძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1942  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საპრასია, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაოგიური ფაკულტეტი 1931 წელს.

1941 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ვანის რაიონის სკოლებში მასწავლებლად, იყო სკოლის დირექტორიც. გრიგოლ ხურციძე ლიტერატურულ ასპარეზზე 20-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თბილისელ მწერლებთან, მის არქივში დაცულია მიმოწერა კონსტანტინე გამსახურდიასთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ლეო ქიაჩელთან და დემნა შენგელაიასთან. 1934 წელს სალიტერატურო გაზეთში გამოაქვეყნა მოთხრობა "ყანები და ხალხი", რომელსაც რეცენზია დემნა შენგელაიამ დაურთო. ამას მოჰყვა თარგმანები, ნოველები და რომანი "ჩვენი დღე და სოფელი", რომელიც ფრონტზე წასვლამდე ლეო ქიაჩელს დაუტოვა. რომანი მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ვანო წულუკიძემ გამოსცა. 1941 წლის 10 სექტემბერს, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან მალე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. იგი თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის 29 დეკემბერს, ყირიმის ფრონტზე გადაისროლეს. 1942 წლის ივლისში, სევასტოპოლის მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან საბრძოლო მოქმედებების დროს, გრიგოლ ხურციძე გმირულად დაიღუპა. მისი საფლავი ცნობილი არ არის.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: