The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აპოლონ წულაძე

აპოლონ წულაძე
Other name:პიტნა  (Pseudonym)
რიჟა  (Pseudonym)
ქერა  (Pseudonym)
წუნაძე  (Pseudonym)
Date of birth:1884
Date of death:1942  (at 58 years)
Category:Ethnologist, Publicist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი (მაშინდელი ოზურგეთის მაზრა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

1880 წელს მიაბარეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. შემდეგ დაამთავრა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, სადაც აპოლონ წულაძემ საფუძვლიანად შეიწავლა მეფუტკრეობა. სასოფლო-სამეურნეო სკოლის დასრულების შემდეგ იგი სამრევლო სკოლაში სწავლობდა.

სწავლის დასრულების შემდეგ თავად ასწავლიდა მეფუტკრეობასა და მეაბრეშუმეობას. აპოლონ წულაძე დადიოდა საქართველოს ყველა კუთხეში და თანამედროვე მეფუტკრეობის, სათაფლე ყვავილოვანი მცენარეებისა და დადანის სისტემის სკების გავრცელების აგიტაციას ეწეოდა. ქართულ ენაზე მეფუტკრეობის შესახებ პირველი ნაშრომები სწორედ აპოლონ წულაძეს ეკუთვნის, მათ შორის - "დედა ფუტკრის ნაამბობი", "თაფლი და მისი სამკურნალო თვისებები" და კაპიტალური ნაშრომი "ფუტკარი და მეფუტკრეობა", რომელიც 1911 წელს გამოიცა. ეს წიგნი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოდ აღიარეს. 1915 წელს აპოლონ წულაძის წიგნი "ფუტკარი და მეფუტკრეობა" თბილისში სოფლის მეუნეობის პროდუქციის საერთო კავკასიურ გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი სხვა ნაშრომები "დედა ფუტკრის ნაამბობი" და "თაფლი და მისი სამკურნალო თვისებები" კი სპეციალური ჯილდოებით აღინიშნა. მეფუტკრეობის პარალელურად აპოლონ წულაძე აქტიურად გაიტაცა ეთნოგრაფიამ. მან 1927 წელს ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით წერილების სახით გამოსცა ნაშრომი - "ეთნოგრაფიული გურია", რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1971 წელს წიგნადაც გამოიცა. აქ ეთნოგრაფმა პირველმა აღწერა გურული კალანდა. აპოლონ წულაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების დაახლოებაში. იგი ხშირად მოგზაურობდა აჭარაში, რომელიც 1878 წელს რუსეთის იმპერიამ შეიერთა. 1925 წელს გამოიცა მისი წიგნი "ძმური სიტყვა ქართველ მუსლიმანებს". თანამშრომლობდა გაზეთებთან: "ივერია", "კვალი", "ცნობის ფურცელი", "ეშმაკის მათრახი". იგი გამოდიოდა, როგორც რუსეთის იმპერიის ცარისტული, ისე ოსმალეთის ქემალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მისი წერილები იბეჭდებოდა ფსევდონიმებით: "პიტნა", "ქერა", "რიჟა" და "წუნაძე". სამჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. 1904 წელს ლანჩხუთიდან გადაასახლეს ორენბურგის ოლქში, საიდანაც გამოიქცა. 1905 წელს მას ჟანდარმებმა სახლი გადაუწვეს ოზურგეთში, 1907 წელს კი გადაასახლეს ასტრახანში, სადაც პატიმრობაში დაწერა "ფუტკარი და მეფუტკრეობა". 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ისევ იძებნებოდა და იძულებული იყო გურია დაეტოვებინა. 1942 წლის ზაფხულში, მეორე მსოფლიო ომის დროს, აპოლონ წულაძე, როგორც "საბჭოთა ხალხის მტერი" დააკავეს.  დაპატიმრებიდან მალე ციხეში გარდაიცვალა. 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

Bibliography


Share: