შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ სარალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 15 წელზე მეტ ხანს იმუშავა ხარატად თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანაში; მუშაობის პარალელურად წარმატებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო და მადლობა. 1970 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ჯერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად, ხოლო იმავე წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს VIII მოწვევის და 1974 წელს კი IX მოწვევის დეპუტატად და საგარეო საქმეთა კომისიის წევრად; 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის მუშაკთა პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ; 1972-1991წწ. იყო მშვიდობის საბჭოთა ფონდის პრეზიდიუმის წევრი. 2008 წელს პენსიაში გასვლის შემდეგ აქტიურად ჩაება ვეტერანთა ორგანიზაციების მუშაობაში - იყო ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის კოორდინატორი, აგრეთვე, მონაწილეობდა ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის მუშაობაში და სასარგებლო რჩევებს იძლეოდა და უანგაროდ ეხმარებოდა ამ ორგანიზაციას. წყარო: ქართული პრესის არქივი: opentext.org.ge; lyubeznyj.narod2.ru: წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.22 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |