შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოთმცოდნეობის ფაკულტეტი 1995 წელს. 1988-1992წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს გეოლოგ-ინჟინერი. 1999 წლიდან თბილისის საკრებულოს ინტეგრაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი; 2004 წლიდან "ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოების" თავმჯდომარე. აქვს რამდენიმე სერტიფიკატი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საარჩევნო მენეჯერების აკადემიის; პროექტებში - "საჯარო მოხელე კორუფციის წინააღმდეგ" - მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სტიპენდიით. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |