The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სარგის II

ოფიციალური სახელი:სარგის ჯაყელი
დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სამცხის (მესხეთის) მმართველი 1306-1334 წლებში, სამცხის სპასალარი, ბექა I-ის ძე. მამის მმართველობის დროს თავი გამოიჩინა რუმის თურქების შემოსევათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველთა ლაშქარმა მისი მეთაურობით ვაშლოვანთან დაამარცხა თურქები, რომელთაც აზატ მოსე მეთაურობდა. მის დროს სამცხე აღმოსავლეთ საქართველოს მეფის მეშვეობით ემორჩილებოდა ილხანთა სახელმწიფოს. ვახუშტის ცნობით, სარგის II-ს გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.102


გააზიარე: