შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტან დუდუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976 წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1976-1978 წწ. უფროსი ლაბორანტი; 1978-1981 წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1993 წწ. სწავლული მდივანი; 1996-1997 წწ. ნეკროზების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1991-1996 წწ. ფსიქოლოგიური დახმარების კრიზისული ცენტრის "ნდობა" - ხელმძღვანელი; 1994-1996წწ. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი; 1997 წლიდან ა. გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი. არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირის "ამაგი" თავმჯდომარე; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და ბროშურის ავტორი ნევროზებისა და პერსონალური აშლილობების კლინიკასა და მკურნალობაზე; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. არის ჟურნალ "საქართველოს ფსიქიატრიის მოამბისა" და "ფსიქიკის" რედკოლეგიის წევრი; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფსიქიატრიის რეფორმატორთა საერთაშორისო მოძრაობის წევრი (1993). ექიმი, ფსიქიატრი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.160 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |