The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან სამუშია

ტრისტან სამუშია
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1979წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" რაიონული დაგეგმარების განყოფილების არქიტექტორად; 1979-1981წწ. საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "ორგენერგომშენში" - ჯგუფის ხელმძღვანელად; 1981-1986წწ. თბილისის საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" ; 1988-1990წწ. იყო გეგეჭკორის (მარტვილი) სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის მთავარი არქიტექტორი; 1990-1992წწ. ხელმძღვანელობდა გალის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებულ საპროექტო=სამშენებლო კოოპერატივს; 1994 წლიდან მის მიერ შექმნილი საპროექტო-სამშენებლო ფირმა "სფინქსის" დირექტორია; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა გალის რაიონის დაგეგმარებაში, გეგეჭკორის რაიონის საცხოვრებელი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების, დაბა ჯვარზენის სპოერული კომპლექსისა (არქიტექტორ დარეჯან ფიცხელაურთან ერთად) და "ენგურჰესის' კომპლექსის დაპროექტებაში; მისი პროექტები განხორციელებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; არის არაერთი არქიტექტურული კონკურსის მონაწილე, მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და მათი დანგრევის მონაწილე; აქტიურად არის ჩართული "სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო, "ეკოლოგიური და ეკონომიკური ტერმონების განმარტებითი ლექსიკონის" რედკოლეგიის საქმიანობაში.

საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.500

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: