The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იეჟი თუმანიშვილი

იეჟი თუმანიშვილი
Legal name:გიორგი თუმანიშვილი
Date of birth:21 June, 1916
Date of death:9 December, 2010  (at 94 years)
Burial location:ფლორიდა, აშშ
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

სწავლობდა  ქ. ტორუნში მდებარე (პოლონეთის ერთ-ერთი სავოევოდო) სამხედრო – საზღვაო სასწავლებელში, სადაც საუკეთესო მოსწავლედ გამოიჩენს თავს.

1938 წელს მას პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პორუჩიკის წოდებით აწინაურებენ. ომის დაწყებისას ხომალდ "ბურჟაზე" (ქარიშხალი) იწყებს თავის სამხედრო სამსახურს. 1940 წელს კი გადაჰყავთ გემ "ურაგანზე", რომელიც ატლანტიკის ოკეანეში გამართულ საომარ ოპერაციებში მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ შემდეგ ეს ხომალდი პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს შეემატება. 1941 წლიდან გადადის ხომალდ "კრაკოვიაკზე" და ამ დროს მას არტილერიის ოფიცრის წოდებას ანიჭებენ. ამ ხომალდზე იეჟი იბრძვის 1943 წლის თებერვლამდე, ვიდრე ფიზიკურად ქანცგაწყვეტილი და გამოფიტული არ გადავა ნაპირზე და საკმოდ გრძელვადიან მკურნალობას არ დაიწყებს. დასვენებისა და ძალების მოკრების შემდეგ იგი სამხედრო ხომალდ "ტირპიცზე" გადაჰყავთ, რომელიც მალე ცხარე ბრძოლებში ჩაებმება ნორვეგიის ნაპირებთან. იეჟი ომს კაპიტნის ჩინით ასრულებს. ბრძოლებში გამოჩენილ მამაცობისათვის მას მრავალ ორდენითა და მედლით აჯილდოებენ. იგი მშვიდობის დროსაც გამოიჩენს თავს პოლონეთის საზღვაო-სამხედრო ძალებში მსახურებისას. 1950 წელს იეჟი თუმანიშვილი შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად და სამუშაოდ. იგი ერთჯერადი ნემსების მწარმოებელ ქარხანაში იწყებს მუშაობას. პენსიაზე გასვლის შემდეგ კონსულტატად მუშაობს და თან მთელ მსოფლიოში მოგზაურობს მეუღლესთან ერთად. იგი არც პოლონეთს ივიწყებს, რომელსაც მრავალგზის სტუმრობს. დაჯილდოებულია ვირტუტი მილიტარის სამხედრო V კლასის ვერცხლის ორდენით (1945), "ნორვეგიის კამპანიისათვის" მედალით, "მამაცობის" ჯვრით (3-ჯერ), საზღვაო მედლით (4-ჯერ), "დამსახურების" ორდენით ოფიცრის ჯვრით (2004), "პოლონეთის აღორძინების" ორდენით კომანდორის ჯვრითა და ვარსკვლავით (2009). 1990 წელს დევნილობაში მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი - რიშარდ კაჩოროვსკი მას "კომანდორ-ლეიტენანტის" საზღვაო წოდებით აჯილდოებს, ხოლო 2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მას  "კონტრ-ადმირლის" საზღვაო წოდება მიანიჭა. კონტრ-ადმირალი (2008).

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.167


Share: