The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ აფაქიძე

თემურ აფაქიძე
Date of birth:4 March, 1954
Date of death:17 July, 2001  (at 47 years)
Burial location:მოსკოვი, ტროეკუროვოს სასაფლაო
Category:Aviator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის ნახიმოვის სახ. სამხედრო-საზღვაო საწავლებელი და ეისკის უმაღლესი სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1971 წელს; მარშალ გრეჩკოს სახ. სამხედრო-საზღვაო აკადემია 1986 წელს, ხოლო 2000 წელს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.

1986 წლიდან მეთაურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახომალდე ავიაციის ცენტრის მე-100 გამანადგურებელ პოლკს (უკრაინის სსრ, ქ. საკი); შემდეგ იყო ამ ცენტრის უფროსი; 1991 წლის 26 სექტემბერს მან პირველმა საბჭოთა არმიის საზღვაო მფრინავთა შორის შეძლო დაშვება განეხორციელებინა მძიმე ავიამზიდავ კრეისერ "სსრკ ფლოტის ადმირალ კუზნეცოვზე" პირველ რუსულ სერიულ გამანადგურებელ "Су-27К"-ზე, რომელიც ცნობილია როგორც "Су-33"; 1991 წლის 11 ივლისს დისტანციური მმართველობის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაკარგულ იქნა ერთ-ერთი პირველი სერიული "Су-27К-Т-10К-8, აფაქიძემ მოასწრო კატაპულტირება. სსრკ-ს დაშლის შემდეგ მან დიდი როლი ითამაშა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში "ადმირალ კუზნეცოვის" შენარჩუნების საქმეში. ფლობდა რა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კრეისერზე პრეტენზიებს წაუყენებდა უკრაინული მხარე, 1991 წლის 1 დეკემბერს მან საიდუმლოდ გაიყვანა კრეისერი სევასტოპოლიდან ჩრდილოეთის ფლოტზე. მასთან ერთად ჩრდილოეთში გადაიყვანა 18 მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის ასეული მე-100 პოლკიდან. ხელმეორედ სამხედრო ფიცი უკრაინის ჯარში სამსახურზე არ მიუღია. 1992 წლის ივნისამდე მსახურობდა საავიაციო პოლკის საჰაერო-საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უფროსად (ქ. საკი, უკრაინა). 1992 წ. გადაყვანილ იქნა ჩრდილოეთ ფლოტზე "სევერომორსკ - 3"-ის სამხედრო აეროდრომზე და დაინიშნა საავიაციო პოლკის საჰაერო-საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უფროსად ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო-საჰაერო ძალების სახომალდე-საავიაციო დივიზიის შერეული ჯგუფის უფროს მფრინავად. 2000 წელს გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ავიაციის სარდლის მოადგილედ. ნაფრენი ჰქონდა 3000 საათი თვითმფრინავების 13 ტიპზე. მის ანგარიშზე იყო 300 დაჯდომა კრეისერის გემბანზე შავ და ხმელთაშუა ზღვებზე, ატლანტიკის და ჩრდილოეთ ოკეანებში. შედიოდა მფრინავთა ხუთეულში, რომლებმაც აითვისეს მსოფლიოში ცნობილი "პუგაჩოვის კობრა" და "ზარი". 2001 წლის 17 ივლისს დაიღუპა საჩვენებელი გამოსვლის დროს სამხედრო-საზღვაო ავიაციის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ქ. ფსკოვთან. სახელმწიფო კომისიის დასკვნით, იგი დაუღუპა "ფსიქოფიზიკური" გადატვირთვის შედეგად. მისი დაღუპვის ადგილას აგებულია სამრეკლო. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის დამსახურებული სამხედრო მფრინავის წოდებაორდენი პირადი მამაცობისთვის, III ხარისხის ორდენი "სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის". ავიაციის გენერალ-მაიორი (1996).

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.170


Share: