Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიჭიძე თამაზ![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა სარატოვის უმაღლესი სამხედრო-ქიმიური სასწავლებელი 1974 წელს; ქიმიური თავდაცვის აკადემია 1984 წელს. 1974-1981 წლებში მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში - ოცმეთაურად, ასმეთაურად, საარტილერიო პოლკის ქიმიური სამსახურის უფროსად. 1984-1987 წლებში მსახურობდა დივიზიის ქიმიური სამსახურის უფროსად, 1987-1992 წლებში კი კორპუსის ქიმიური ჯარების უფროსად. 1992-1994 წლებში იყო საგანგებო სიტუაციების შტაბის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსი, ხოლო 1994-1997 წწ. მსახურობდა შტაბის უფროსად სამოქალაქო თავდაცვასა და საგანგებო სიტუაციების დარგში უდმურტიის რესპუბლიკაში. 2006 -2009 წლებში დაინიშნა რუსეთის შსს საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსად სამარის ოლქში. ავტორია რიგი სამეცნიერო ნაშრომისა. მიღებული აქვს III ხარისხის ორდენი სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მილიციის გენერალ-მაიორი (2000). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.172 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |