Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლოს ფაკულტეტი 1960 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ლითონკონსტრუქციების ქარხნის ოსტატად, შემდეგ იყო ქარხნის დირექტორი; 1974-1976წწ. მივლინებული იყო კუბაში, მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის ხელმძღვანელად; 1976 წელს დაინიშნა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N8 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1978 წელს ამავე ტრესტის მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1981 წლიდან კი ტრესტის მმართველად; 1996 წელს ტრესტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, აირჩიეს სს "კავკასელექტროქსელმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; ხელმძღვანელობდა ქვეყნის ენერგოსისტემისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე არაერთი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. მიღებული აქვს მთავრობის მრავალი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტორის "წარჩინებული მუშაკის" მედალი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.502; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.300 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |