The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ სარალიძე

თამაზ სარალიძე
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლ ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963--1966წწ. მუშაობდა ყაზახეთში, ქ. ჯეზყაზგანში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ყაზჰიდროსპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოში გრავიტაციული და მიწის კაშხლების, სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ობიექტების რეკონსტრუქცია-მშენებლობებზე; 1966-1973წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" N2 სამშენებლო ტექნიკური განყოფილებისა და უბნის უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1973-1976წწ. მივლინებული იყო ავღანეთში ქიმიური ქარხნისა და თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპლექსის ხელმძღვანელად; 1976-1977წწ. მუშაობდა რუსთავის სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1977-1992წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, წამყვანი სპეციალისტი, სახელმწიფო მრჩეველი, კურირებდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; 1992 წელს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მთავარი საწარმოო სამმართველოს "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების შენებლობას; არის წარმოებაში დანერგილი მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; დაჯილდოებულია სსრ კავშირის საელჩოსსიგელები (ავღანეთი). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.502-503

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: