შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ სარალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1958წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს "მთავარხიდმშენის" N61 სამმართველოში ინჟინრად; 1958-1967წწ. წამყვან ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1969წწ. იყო N14 ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1969-1993წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N1 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1993-2010წწ. საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციის ტექზედამხედველობის განყოფილების უფროსად; 2011-2012წწ. იმავე დირექციის კონსულტანტად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.503; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |