The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ებრალიძე

გია ებრალიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1975 წელს; ქ. ხარკოვის პროკურატურის ინსტიტუტის პროფესიული გადამზადების კურსები 1988 წელს.

1975-1976წწ. იყო თბილისის ლენინის (ახლანდელი ნაძალადევის) რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1977-1978წწ. ქ. თბილისის კალინინის (მთაწმინდის) რაიონის პროკურორის თანაშემწე; 1978-1980წწ. საქართველოს პროკურატურის განყოფილების თანამშრომელი; 1980-1990წწ. მარნეულის რაიონის პროკურორი; 1990-1991წწ. საქართველოს პროკურატურის კადრების განყოფილების უფროსი; 1991-1999წწ. გარდაბნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. 1999 წლიდან თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2000-2006 წწ. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ლექცია-სემინარების შემმოწმებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. იუსტიციის უფროსი მრჩეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი; სადოქტორო პროგრამა: საჯარო მმართველობა. გურიის გუბერნატორის მოადგილე. მიღებული აქვს ჯილდოები.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.162; guria.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2007-)

გააზიარე: