შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984-2002წწ. იყო თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1981-1990წწ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი; 1992-1995წწ. რუსთაველის თეატრის რეჟისორი; მისი და მისი მეგობრების ინიციატივით 1997 წელს შეიქმნა თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, შემდეგ უკვე თეატრალური სარდაფი ვაკეში,რომლის რეჟისორიც იყო 1997-2007 წლებში; 2007-2016წწ. "ილიაუნის თეატრის"რეჟისორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის: ჟ. კოკტო, "ადამიანის ხმა" (1982); ავ. ცაგარელი, "ჭკუისა მჭირს"; ჩ. დიკენსი, "საშობაო სიზმარი"; ე. იონესკო, "ორი ბოდვა"; ი. სოლომანაშვილი, "რა-დიო" და სხვა. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.162; presa.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |