შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ მდინარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს. სხვადასხვა სტუდიებში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ჩვენი შემოღობილი", "რეპორტაჟი სნოდან" (ნოველა სერიალიდან "სამამულო რქა", ნ. ყიფიანთან ერთად), "თემის მარცვალი", "საიდუმლო" (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), "იორამი" (1988). ეწევა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია "მე-9 არხზე". იყო ტელეკომპანია "მზის" გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა "გავარდნილები" (დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალი "ამირანის" პრიზი ფილმისთვის "ჩემი შემოღობილი" (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.132; google.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |