The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ მენაბდე

თინათინ მენაბდე
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1986 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1990 წლიდან დამდგმელ რეჟისორად. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში პედაგოგად. ხელმძღვანელობდა კინო-ტელერეჟისურის შემოქმედებით სახელოსნოს. გადაიღო ფილმები: "მზიური წრეში" (მ/მ, 1984), "გამოუსწორებელი" (მ/მ, 1988), "როგორც ლურჯი ცხენები" (კ. მელითაურთან ერთად). გადაღებულია ფილმებში: "ორომტრიალი" (1986) და "დღეს ღამე უთენებია" (1983). მიღებული აქვს საარბრუკენის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი (1990).

 წყაროქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.134; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: