Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ფირცხალავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1983 წელს; მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემიის ასპირანტურა და რუსეთის დიპლომატიური აკადემია 2000 წელს. მუშაობდა ციმბირის სამხედრო ოლქის, კრასნოიარსკის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებლად, აფხაზეთის ასსრ ქ. გაგრის პროკურატურის უფროს გამომძიებლად (მონაწილეობდა გდლიან-ივანოვის საგამოძიებო ჯგუფში); 1989-1990 წლებში მუშაობდა ქ. გაგრის პროკურორად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: დამოუკიდებელი მაჟორიტარი, მაჟორიტარი აბაშის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991წლის 9 აპრილი); საქართველოსთვის უძნელეს დღეებში 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად. კანონიერი ხელისუფლების გაძევებისა და უმაღლესი საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ, იგი როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში; მუშაობდა ქ. სოჭში, ფირმა "ირვილანას" იურიდიული სამსახურის უფროსად, შემდეგ ფირმა "დოგ-ფარმაციას" (მოსკოვი) იურისტად; 1997 წლიდან მიღებულ იქნა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად მოსკოვის საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის სამმართველოში; მუშაობდა საგამოძიებო განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2000 წლის აგვისტოში გადაიყვანეს საგადასახადო პოლიციის ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ცენტრალურ ფედერალურ ოლქში; 2003 წლის მარტში დაინიშნა ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ფედერალური სამსახურის საგდასახადო და ეკონომიკური დანაშაულებების დარგში; 2004 წლის ნოემბრიდან მსახურობს შსს ორგანოების ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდეგ პირველ მოადგილედ. 2011 წლის ოქტომბერს დაითხოვეს შსს-ს ორგანოებიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, არის სამეცნიერო შრომების ავტორი. მინიჭებული აქვს "რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტის" წოდება. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით "რუსეთის საგადასახადო პოლიციის საპატიო თანამშრომელი" და სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით. 2012 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შსს წარმომადგენლად შვეიცარიის კონფედერაციაში. რუსეთის ფედერაციის მილიციის გენერალ-მაიორი (2005), პოლიციის გენერალ-მაიორი (2013). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი.-თბ., 2015.-გვ.177-178; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.331; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |