The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაირა სარაჯიშვილი

ზაირა სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს; თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა ქ. ორიოლში (რუსეთი), სასოფლო მშენებლობის საკავშირო ს/კ ინსტიტუტში; 1961-1970წწ. თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" "ენგურჰესის" განყოფილების მთავარ ინჟინრად; 1973-1976წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 1976-1999წწ. საქართველოს სამშენებლო მასალების ს/კ ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელად, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად; არის საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად დაამუშავა მაღალი სიმძლავრის ჰესის შეკიდული ტიპის ჰიდროგენერატორის წრიული ღრუტანიანი საყრდენ-გარსაცმის რკინაბეტონის კონსტრუქციის დინამიკური დატვირთვის საანგარიშო ორიგინალური მეთოდიკა (დაინერგა "ენგურჰესის" მშენებლობაზე 1966-1970წწ.); 1986-1995წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაღალი აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრის თანამშრომელი; კითხულობდა ლექციებს სამშენებლო ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე; მუშაობდა დიპლომების დაცვის კომისიებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.504

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

გააზიარე: