The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ საყვარელიძე

ვახტანგ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:1998  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს; თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს.

1964 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილებაში ვარდნილი ჰესების პროექტირებაზე ინჟინრად; 1967-1971წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 1971 წლიდან ჰიდრავლიკისა და ჰიდროდინამიკის ლაბორატორიის გამგედ; 1981 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" შექმნისთანავე დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1992 წელს - იმავე გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1993 წლიდან იყო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" სამართალმემკვიდრის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ზღვისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის ს/კ ინსტიტუტ "სანდის" გენერალური დირექტორი; იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის ახალი მეთოდით დაცვის ღონისძიებათა შემუშავება-დანერგვის ერთ-ერთი ფუძემდებელი, წარეცხვისგან საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის გენერალური სქემის ავტორი; იყო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ადრე წარეცხილი პლაჟების აღგენის აქტიური მონაწილე XX საუკუნის 80-იან წლებში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ახალი პლაჟების შექმნისა და მათი დაცვის საქმეში; სათავეში ედგა ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ტალღური აუზის მშენებლობას, რომელშიც სივრცულ ფიზიკურ მოდელზე გამოიცადა ბიჭვინთის კონცხისა და ფოთის სანაპირო ზოლის დინამიკა, დადგინდა სხვადასხვა ნაპირდამცავ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ეფექტურობა; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე, კითხულობდა ლექციებს კონტინენტალური შელფის ნაგებობებისა და პორტების საკითხებზე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.505

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის, ეროვნული აკადემიისა და ჰიდრავლიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, ეროვნული კომიტეტის წევრი

გააზიარე: