შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სეთურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სეთურები, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა ყაზახეთის ქ. პავლოდარში, თბოელექტროსადგურების, ალუმინის ქარხნის და სხვა სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე; 1965 წლიდან მუშაობდა სმოლენსკის ოლქში მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებული ქალაქების აღდგენაზე; იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველი; 1967 წლიდან მუშაობდა ავტოქარხანა "კამაზ"-ის მშენებლობაზე; 1977 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გაერთიანება "საქსპეცმშენის" უფროსის პირველ მოადგილედ; 1978 წელს გადაიყვანეს იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილედ; 1979-1992წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმთავარმონტაჟმშენის" უფროსის მოადგილედ; სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ქალაქების - გაგარინის, ვიაზმის, იგორევკას სამრეწველო-სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენაში; თბილისის ელმავალმშენებელი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა (რეკონსტრუქცია), ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სატვირთო ავტომობილების ქარხნების, ცხინვალის ტრიკოტაჟისა და ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკების, საჩხერის ბამბეულის კომბინატის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.506 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |