შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა მილოროვა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს, ხელოვნების ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (რ. ესაძის სახელოსნო) 1984 წელს და კიევის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის სპეციალობით (ვ. გრესის სახელოსნო) 1990 წელს. 1981-1985წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად ("უბედურება", "ნეილონის ნაძვის ხე", "წიგნი ფიცისა", "მონანიება"). გადაიღო ფილმები: "აქ ჩვენთან" (მ/მ, 1989), "წინა დღეს" (მ/მ, 1990), "ვირთხა" (1991), "ჯერ შეიცადეთ..."ოტელო" ქუთაისში" (მ/მ, 2003). წლების განმავლობაში "პირველი არხის" ხალხური შემოქმედების რედაქციის მთავარი რეჟისორი იყო. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა არა ერთი გადაცემა ქართული ფოლკლორის, ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური რეწვის შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, სადაც რამდენიმე დადგმა განახორციელა. მიღებული აქვს საკავშირო კინოფესტივალის "ოქროს არწივის" პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის (1992). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.135; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; newposts.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |