The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მეგრელიშვილი

დაბადების თარიღი:14 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1987  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (1956-1960).

1942 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად, 1957 წლიდან -ქდსპფ სტუდიაში ოპერატორად. თანამშრომლობდა კინორეჟისორ რამაზ ჭიაურელთან. გადაიღო თითქმის ყველა მისი ფილმი, მათ შორის: "ჩვენი მეგობარი"(1959), "ალექსანდრე ციმაკურიძე", "ერთი გამარჯვების ისტორია", "კაპიტანი გოგიტიძე" (1960), "იაკობ ნიკოლაძე" (1961), "რუსთაველის გმირების ილუსტრაციები" (1962), "გიგო გაბაშვილი", "რძე მცხუნვარე მზის ქვეშ"(1962), "გზის დასაწყისი" (1962), "ქართული შექსპირიანა", "სიტყვა მართავს მანქანას"( 1964), "ვერიკო ანჯაფარიძე", "ქართული კერამიკა" (1966), "დავით კაკაბაძე", "იქნებ ნახატში გადარჩეს", "უშანგი ჩხეიძე", "ნიკოლოზ შენგელაია"(1968), "დუდუკი ჰანგებში", "ლადო კეცხოველი", "სოფლის მშენებლები", "ცა, სივრცე, გზები"( 1969), "საქართველოს დიდი სპორტი, საქართველოს ცხენოსნები" (1971), "მთაწმინდის პანთეონი", "ქვის ფარაჯიანი ჯარისკაცები"(1975) და სხვ. ამავე რეჟისორის მხატვრული ფილმები: "მამონას ცდუნება" (1960), "დედის წერილი" (1968), ფილმი-ბალეტი "შთაგონება" (1968). გ. მონავარდიშვილის ფილმები: "ირაკლი აბაშიძე", "ნოდარ დუმბაძე"(1978), "სევდიანი რომანსი"(1979), "თბილისობა"(1980), "ალიო მირცხულავა"(1983), და სხვ. რეჟისორია ფილმისა "ნიკო მასწავლებელი" (ვ. ალავიძე, 1960), "მუშური პატიოსნება" (ო. გურგენიძე, 1962), "სოფლის თავკაცი" (ე. შანიძესთან ერთად, 1963) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.133

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: