The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სიდამონიძე

გიორგი სიდამონიძე
სხვა სახელი:სი და მა
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1971  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სან-ფრანცისკო, აშშ
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ტფილისის პრაპორშჩიკთა I სკოლა 1915 წელს.

მონაწილეობდა (1914-1918) პირველ მსოფლიო ომში. მსახურობდა 299-ე ქვეით პოლკში. მეფის არმიაში ბოლო მისი სამხედრო წოდებაა შტაბს-კაპიტანი. 1918 წლიდან მონაწილეობდა სამოქალაქო ომში აღმოსავლეთის ფრონტზე თეთრების მხარეზე. მსახურობდა I სახალხო პოლკში, ხოლო მოგვიანებით მე-13 პოლკში ქ. უფაში. 1918 წლიდან კაპიტნის წოდება მიენიჭა, ხოლო 1919 წლიდან პოდპოლკოვნიკის. 1919 წლის 15 დეკემბრიდან ქ. უფის მე-13 პოლკის მეთაურია. ციმბირის "დიდი ყინულოვანი" ლაშქრობის მონაწილეა. 1920 წლის 12 მარტს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1920 წლის 15 ნოემბრიდან მეთაურობდა უფის მე-2 დივიზიას, რომელთანაც ერთად გაიარა იმიერბაიკალი და ზღვისპირეთი. 1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა უფის მე-4 პოლკს. მონაწილეობდა ხაბაროვსკის ლაშქრობაში. ორჯერ იყო დაჭრილი ბრძოლებში. 1922 წლის 2 ნოემბერს თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად გადავიდა ჩინეთში. ემიგრაციაში ცხოვრობდა ქ. გირინში. 1923 წელს შევიდა მარშალ ჩჟან ცოლინის არმიაში, სადაც მას 27 წლის ასაკში მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა შანდუნის დივიზიის, რუსული ბრიგადის მეთაურად, რომელიც დაკომპლექტებული იყო თეთრ არმიაში ადრე ნამსახურები მოხალისეებით. 1927 წლიდან მეთაურობდა ჩინეთის არმიის ქვეითთა გაერთიანებულ ძალებს. 23 წელი იმსახურა "მანჩჟოუ-გოს" არმიაში. 1926 წელს დაჯილდოვდა ჩინეთის "დიდი თავთავის" ორდენით. 1945 წლიდან საცხოვრებლად აშშ-ში, ქ. სან-ფრანცისკოში გადავიდა. გენერალ-მაიორი (1923).

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები / მამუკა გოგიტიძე.-თბ., 2015.-გვ.184

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: