The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბეჟიტაშვილი

გიორგი ბეჟიტაშვილი
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; იაკობ გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წელს.

1985-1987 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1992-1993 წწ. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში ძმასთან, ნოდართან ერთად. 1993 წლის 2 ივლისს, ნოდარ ბეჟიტაშვილი ლაბრასთან შეტაკებისას გარდაიცვალა. 1994-2000 წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 2000-2002 წწ. უნივერსიტეტ "გეორგიას" პრორექტორად; 2000-2007 წწ. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში, იყო "სეუ-ს" დეკანის მოადგილე; 2007-2008 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების სარდლის თანაშემწედ, სარდლობის აპარატის უფროსად; 2008-2009 წწ. ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა; 2009 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანია; მისი ავტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, ისტორიული კვლევები სამხედრო სფეროში, მისი სტატიები იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პერიოდულ პრესაში. 2014 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემით – "ევროპა და კავკასია რეგიონალური ურთიერთობების კონტექსტში", თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ III საერთაშორისო სიმპოზიუმში თემაზე – "პირველი მსოფლოი ომი და კავკასია". 2014 წლის მარტში პრაღის, კარლოვის უნივერსიტეტში არჩეულ იქნა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლად. მისი მეცნიერული კვლევის სფეროა საქართველოდან ემიგრაციაში წასული დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტის წარმომადგენლების, ოფიცრების, იუნკრების მოღვაწეობა და ცხოვრება 1921 წლიდან 1953 წლამდე. იგი აგრეთვე მუშაობს რელიგიურ თემატიკაზე. ისტორიის აკადემიური დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სამხედრო–პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953 წწ.)"

წყაროსამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.295 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისტორიის, არქეოლოგიისა და რელიგიის საკითხთა შესავლის ცენტრი, წევრი
  • საერო აკადემია "ფაზისი", აკადემიკოსი (2012-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2012-)
  • ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მრავალპროფილიანი აკადემია, აკადემიკოსი და სწავლული მდივანი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
    "ედელვაისის" აღსასრული / გიორგი ბეჟიტაშვილი, ელგუჯა მამუკელაშვილი.-თბილისი : სვეტი, 2010.-300გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: