The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით სვანიძე

დავით სვანიძე
Date of birth:1971  (54 years)
Category:Architect

Biography

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1995 წელს.

მისი ნამუშევრებია: წმ. ელია თეზბიტელის ხის გუმბათოვანი ტაძარი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში (ა. მინდიაშვილთან ერთად. 1997წ.), წმ. გიორგის ტაძარი ოზურგეთის რაიონის სოფელ მამათში (1997), წმ. გიორგის ეკლესია ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში (1997), წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სატაძრო კომპლექსი თბილისში (1999), წმ. გიორგის ტაძარი მესტიის რაიონის სოფელ წვირიმში (1999), წმ. გიორგის ტაძარი სამტრედიის ქუჩაზე თბილისში (2000), ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზის ტაძრები და დედათა სამონასტრო კომპლექსი სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში (2000), ფერისცვალების ტაძრის კომპლექსი ქ. სამტრედიაში (2000), საბა განწმენდილის ტაძარი ხონის დედათა მონასტერში (2000), წმ. გიორგის ტაძარი დაბა წყნეთში (2002), წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სატაძრო კომპლექსი ხონის რაიონის სოფელ ახალშენში (2003), წმ. ნიკოლოზის ტაძარი ხონის რაიონის სოფელ კუხში (2003), წმ. თამარ მეფის ტაძარი ლენტეხის რაიონის სოფ. ხელდეში (2003), მთავარანგელოზთა ტაძარი სამტრედიის რაიონის სოფელ მტერჩვეულში (2003), წმ. ნინოს ტაძარი ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში (2003), ანდრია პირველწოდებულის ტაძრის კომპლექსი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფსა (2004) და ჯვართამაღლების მამათა მონასტერი ჯვრის მთაზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარაში (2004); აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის კურთხევითა და ხელმძღვანელობით მონაწილეობდა თბილისის ახლოს, უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის მონასტრის დაპროექტებაში (2000), მასვე ეკუთვნის ზემო ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის, სოფ. მათხოჯის წმ. ნინოს დედათა მონასტრის, სამტრედიის საეპისკოპოსო რეზიდენციისა და სოფელ ჯაგანის ბასილი დიდის ტაძრების კანკელები; 2007 წელს მისი პროექტებით აშენდა წმ. თამარ მეფის, დიდმოწამე ბარბარესა და მიტროპოლიტ ნაზარის ტაძრები სიღნაღში, ლაგოდეხსა და სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.507-508


Share: