შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ერქვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1984წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 1984-1987წწ. თბილისის I მაისის რაიონის პროკურორის მოადგილე; 1987-1991წწ. I მაისის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; 1991 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 1991-1999წწ. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2001 წელს თბილისის მთაწმინდა კრწანისის რაიონის პროკურორის უფროსი თანაშემწე; 2002-2004წწ. თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსი; 2004-2005 წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.167; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ გვერდი: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |