Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დემურ სვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1982-1998წწ. მიწვევით მუშაობდა ქ. ქუთაისში, საპროექტო ინსტიტუტ "ქუთქალაქპროექტში" არქიტექტურა-სამშენებლო სექტორის უფროსად, ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, ქ. ქუთაისის მთავარ მხატვრად, ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსად, ქალაქის მთავარ არქიტექტორად; 1998-2006წწ. მუშაობდა ქ. თბილისის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე პრაქტიკული კურსის პედაგოგად; შესრულებული აქვს მრავალი არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი პროექტები: ქ. თბილისი, საცხოვრებელი რაიონი "ავშნიანი", საცხოვრებელი რაიონი "ისანი"-I, II, თბილისის გეგმარებითი ცენტრის პროექტი, ავლაბრის მოედნის, სააკაძის მოედნის, მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის, 26 მაისის სახელობის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტები ქ. თბილისში; ქალაქების ქუთაისის, ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სივრცითი-ტერიტორიული განვითარების ხედვები და უფლებრივი ზონირების რუკები; ქ. ქუთაისში ისტორიული დაცვის ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ქ. ცაგერის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სხვა; 2015 წელს საავტორო ჯგუფთან ერთად გაიმარჯვა ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკვალიფიკაციო კონკურსში; ასევე არის საკავშირო კონკურსში გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.508 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |