შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ჟოზეფი-ვახნიანსკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კლინიცი, ბელარუსი. 1909 წლიდან, 3 წლის ასაკიდან გამოდიოდა ცირკის არენაზე როგორც აკრობატი, ეკვილიბრისტი და ბალერინა. 1923 წელს რეჟისორმა ივანე პერესტიანმა მიიწვია მთავარ როლზე(დუნიაშა) ფილმში "წითელი ეშმაკუნები", შემდეგ ამ ფილმის გაგრძელებებში: "სავურ მაგილა", "შირვანდსკაიას დანაშაული", "სასჯელი", "ილან-დილი"(1926). მონაწილეობს ფილმებში: "დაკარგული საუნჯე"(ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924, ტანია), "ქალწულის კოშკის ლეგენდა"(აზერბაიჯანის ფოტოკინოსამმართველო, 1924, გულნარა და ჯავარა), "ვინ არის დამნაშავე"(ა. წუწუნავა, 1926, საიდუმლო მრჩეველის ქალიშვილი), "გაფლანგვა"(ი. პერესტიანი, 1927, ელენ ფონ ბოლი), "ნამდვილი კავკასიელი"(მ. გელოვანი, 1931, სოფოჩკა). 1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 152; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ru.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |