The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ჟოზეფი-ვახნიანსკაია

სოფიო ჟოზეფი-ვახნიანსკაია
ოფიციალური სახელი:სოფიო ლიპკინა
სხვა სახელი:ჟოზეფი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1997  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჰიუსტონი, ტეხასის შტატი, აშშ
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კლინიცი, ბელარუსი.

1909 წლიდან, 3 წლის ასაკიდან გამოდიოდა ცირკის არენაზე როგორც აკრობატი, ეკვილიბრისტი და ბალერინა. 1923 წელს რეჟისორმა ივანე პერესტიანმა მიიწვია მთავარ როლზე(დუნიაშა) ფილმში "წითელი ეშმაკუნები", შემდეგ ამ ფილმის გაგრძელებებში: "სავურ მაგილა", "შირვანდსკაიას დანაშაული", "სასჯელი", "ილან-დილი"(1926). მონაწილეობს ფილმებში: "დაკარგული საუნჯე"(ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924, ტანია), "ქალწულის კოშკის ლეგენდა"(აზერბაიჯანის ფოტოკინოსამმართველო, 1924, გულნარა და ჯავარა), "ვინ არის დამნაშავე"(ა. წუწუნავა, 1926, საიდუმლო მრჩეველის ქალიშვილი), "გაფლანგვა"(ი. პერესტიანი, 1927, ელენ ფონ ბოლი), "ნამდვილი კავკასიელი"(მ. გელოვანი, 1931, სოფოჩკა). 1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 152; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ru.wikipedia.org


გააზიარე: