შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა "თბილისის კინოსტუდიასთან" არსებული სამსახიობო სკოლა 1940 წელს. 1942-1947წწ. და 1956-1959წწ. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მუშაობდა "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, სამსახიობო განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემოქმედებითი გაერთიანება "მსახიობის" დირექტორს მოადგილედ. გადაღებულია ფილმებში: "სამშობლო" (ნ. შენგელაია, 1940, მარიკო), "ხიდობნელი ქალიშვილი"(დ. ანთაძე, 1940), "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, მ. გედევანიშვილი, 1948, ქეთოს მეგობარი), "ცისკარა" (ს. ჭელიძე, 1955, თეკლე), "ეთერის სიმღერა" (ს. დოლიძე, 1956, მანანა), "მამულუქი" (დ. რონდელი, 1958, ლერწამისა), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ს. დოლიძე, 1959, ჩიტო), "მე ვხედავ მზეს" (ლ. ღოღობერიძე, 1965, მატრონე), "აბესალომ და ეთერი" (ლ. ესაკია, 1966, ნაანა), და სხვ. მონაწილეობდა ქართული და უცხოური ფილმების გახმოვანებაში. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 152-153; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |