The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ სილაგაძე

თეიმურაზ სილაგაძე
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 1989-1993წწ. ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტის "ამიერკავკასტრანსმშენის" (შემდგომში - "საქტრანსმშენის") მმართრველის მოადგილედ წარმოების დარგში; 1993-2003წწ. იყო პრივატიზაციის სპეციალიზებული საბარათო საინვესტიციო ფონდის სს "ჯორჯიანტრანზოილინვესტის" დირექტორი, ფირმა "არგოტურის" დირექტორის მოადგილე, სს "ქიმპოლიმერის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში მშენებლობის, მშენინდუსტრიისა და საშენ მასალათა წარმოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო სამინისტროში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, მეცნიერებისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილედ; მონაწილეობდა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სოციალური დანიშნულების არაერთი ობიექტის, სარკინიგზო ხაზების მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სატრანსპორტო მშენებლობაში ნორმატიული ბაზის განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში; არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; სამეცნიერო-ტექნიკური, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო და ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის წევრი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.510

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: