The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე სიმვულიდი

დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1908  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი სამშენებლო ტექნოლოგიის სპეციალობით 1932 წელს.

1943-1963წწ. II მსოფლიო ომის დაწყებამდე მუშაობდა მოსკოვის ნავთობის მრეწველობის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ გადაჰყავთ მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტში, სადაც არჩეულ იქნა და მუშაობდა თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ; ამ პერიოდში ჩართული იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით მშენებარე საწარმოებისა და სხვადასხვა ტექნიკური სასწავლებლების მიმდინარე და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზაციულ საკითხებში; ასევე არჩეული იყო საინჟინრო აკადემიისა და სხვადასხვა ტექნიკური ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების წევრად, დარგობრივი კომისიების თავმჯდომარედ და სხვა; 1947 წლიდან მუშაობდა საკავშირო საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.510-511


გააზიარე: