The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო რეხვიაშვილი

გენო რეხვიაშვილი
ოფიციალური სახელი:გენადი რეხვიაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (მოსკოვი) საოპერატორო ფაკულტეტი 1976 წელს.

1967 წლიდან მუშაობდა ქდსპფ სტუდიაში. გადაიღო: "მემაღლივენი"(ი. ტატულაშვილი, 1971), "მე მწყემსი..." (მ. გაგუა, 1974), "ბამი-ქართული ფინალი" (ვ. მიქელაძე, 1975), "სიტყვა კეთილ ადამიანებზე" (გ. ჩოხელი, 1977), "ინტერვიუ ინტერვიუს წინ" (ა. ჭიაურელი, 1983), "დრო და მოდა" (ლ. ბზვანელი, 1986), "ბიჭვინთის ფიჭვი" (კ. კერესწლიძე, 1987), "კლდეში ნაშენი სამყარო" (მ. გაგუა, 1988), "აკადემიკოსი კირიაკ ზავრიევი" (ჯ. გურგენიძე, 1989) და სხვ. 1979-1987წწ. თანამშრომლობდა რეზო თბუკაშვილთან, კინოოპერატორ ი. ბარამიძესთან ერთად გადაიღო მისი ფილმები: "ალპური ვარსკვლავი" (1981), "პირველად იყო სიტყვა" და "ფურცლები ფრანგული დღიურიდან" (1983), "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985) და "ნაძარცვის კვალდაკვალ" (1987). გადაღებულია ფილმში "მშვიდობიანი დღეები" (ო. გვასალია, 1974). კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 156; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: