შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკი ჩხოტუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. მამამისი, შალვა ჭყონია მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. 16 წლის ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუამ 1921 წელს, ქვეყანაში ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ, დატოვა საქართველო და ევროპაში გაიქცა. კონსტანტინეპოლის გავლით შევიცარიაში, ჟენევაში გადავიდა. საფრანგეთსა და შვეიცარიაში განათლების მიღების შემდეგ, 1933 წელს, აშშ-ში ლოს-ანჟელესში დასახლდა, სადაც გაიცნო და დაქორწინდა კეროლ მარმონზე, მდიდარი მრეწველის ჰოვარდ კარპენტერ მარმონის ერთადერთ ქალიშვილზე. პრინცი ნიკოლასი კეროლზე 1934 წელს მექსიკაში, ენსენადაში დაქორწინდა. მათ ექვსი შვილი ეყოლათ. 1954 წელს იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა 1984 წელს. მისი ნეშტი დაკრძალულია შვეიცარიაში, ლოზანაში. ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც ბოლო წლებში ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მან ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს - მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს და თბილისში ვერის სასაფლაოზე, დაკრძალეს. ვერის სასაფლაოზე, წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიასთან ერთ საფლავში, დედისა და დის გვერდით, დაკრძალულია ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული. მას, 1984 წელს, სიკვდილის წინ, ოჯახისთვის ანდერძად დაუბარებია: "სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო." მოგვიანებით, მისი უფროსი ვაჟის, ზურაბ ჩხოტუას თხოვნას, ჟენევაში საბჭოთა კავშირის გენერალურ საკონსულოსადმი – დახმარება აღმოეჩინათ მამის გულის საქართველოში გადასვენებაში, შედეგი არ გამოუღია, უფრო მეტიც – ის პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს. ამიტომ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, 1988 წელს თბილისში ტურისტად ჩამოსულმა ზურაბის მეუღლემ, მარიეტამ და ოჯახის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გულით თბილისელ ნათესავებთან ერთად, ქართულ მიწას მიაბარეს, ხოლო პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაუხადეს. 19 წლის შემდეგ, 2009 წლის 5 მარტს, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" რედაქციამ როსტომ ჩხეიძის ინიციატივით, ვერის სასაფლაოზე მამა კახაბერმა პანაშვიდი გადაუხადა ნიკოლოზ ჩხოტუას და აკურთხა მისი სიმბოლური საფლავი. "მარადიული" ნიკოლოზ ჩხოტუას ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი რომანია. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი მწერალმა მეუღლეს მიუძღვნა, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და, სავარაუდოდ, ავტობიოგრაფიულია. წყარო: ვიკიპედია - tbiliselebi.ge ; ჩხოტუების ოჯახის ოფიციალური ვებგვერდი ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |