The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1993 წელს; 2001 წელს აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში, სადაც იყო უფროსი პარტნიორი. წლების მანძილზე იგი კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო დონის მოწინავე მსხვილ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში სტრატეგიული, მართვის სისტემების, საწარმოო საქმიანობის სფეროში. მისი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები იყო ნავთობ-გაზის, სამთომომპოვებელი და მეტალურგიული მრეწველობა. აღნიშნულ დარგებში მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია ორგანიზაციული გარდაქმნები, მომარაგების სისტემების სრულყოფის პროექტები და გაუმჯობესებულია ოპერაციული საქმიანობა. გიორგი ქობულიას საქმიანობა McKinsey-ში ეკონომიკის დარგში განხორციელებულ მრავალ წარმატებულ პროექტთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ კი ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენლად საქართველოში. 2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.


გააზიარე: