The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ვეფხვაძე

ოთარ ვეფხვაძე
Date of birth:13 April, 1953  (72 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1975 წელს. 

1990-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1991 წელს ფენიქსის სამხატვრო უნივერსიტეტის (არიზონის შტატი, აშშ) პედაგოგი. არის ავტორი ნამუშევრებისა: "გაზაფხული" (1978), "ჰელლადოს" (პანო მიუსერას სამთავრობო აგარაკისათვის, 1986), "გელათი" (პიკასოს ვერცხლის მედალი ვალორისის კონკურსზე, 1981), დეკორატიული ლარნაკი (პრიზი ინტერიერისთვის განკუთვნილი საუკეთესო კერამიკისთვის, ერფრუტი 1982), "უკვდავება" (1984). შეასრულა კერამიკული ნაწარმოებები სასტუმრო "გუდაურისთვის" (გუდაური, 1986); მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ "პეტროვსკო-რაზუმოვსკის" გაფორმებაში (1989) და სხვა. იყო დამდგმელი მხატვარი ფილმებისა "მაცგი" (1986), "ხვეული კიბით" (2000). გამართული აქვს გამოფენები: თბილისი (1984, 1990); ნიუ-იორკი, ექსპრეს ავანგარდ გალერეა, (1990); ევროპის აკადემია ოტცენჰაუზენი, გერმანია (1993); Dagstul Palace, საარლანდი, გერმანია (1993); თეატრი "გრილო", ესენი, გერმანია, (1994), "ბალდენ პალასი", ესენი, გერმანია (1995). მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ბუდაპეშტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, "ექსპრეს-ავანგარდ გალერეაში" (მოსკოვი) და სხვა. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

Share: