The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს.

1998-2002წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, ეკონომიკური რეფორმების ცენტრი (მსოფლიო ბანკის პროექტი), დირექტორის მოადგილე; 1998-2002წწ. "ბიზნეს კონსალტინგის" დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს დირექტორის მოადგილე, ევროპის საბჭოს "გრეკოს კომიტეტი", კომიტეტის წევრი; 2005 წლიდან სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (SAI GLOBAL) საერთაშორისო აუდიტორი; 2010 წლიდან ასოციაცია GLOBAL STAR, დამფუძნებელი; 2011-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი; 2016 წლის ივნისიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი. გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; ასევე, სხვადასხვა პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან. 2018-2019წწ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge


გააზიარე: