The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო  სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: "დიპლომატ ჯორჯია"-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის; სს "საქართველოს ლატარიის კომპანია"-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის; სს "ლომისი" - ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს "ქართუ ჯგუფი"-ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში. 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და  შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. 2018 წლის აპრილიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ გვერდი: mrdi.gov.ge


გააზიარე: