შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად ვეშაპიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა (1993) და სამართალმცოდნეობის (1994) ფაკულტეტები. 1992-1994წწ. იყო თავდაცვის სამინისტროში ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო ოპერაციების მონაწილე; 1995-1999წწ. ბოლნისის რაიონის გამგეობის ეკონომიკური განყოფილების სპეციალისტი, განყოფილების გამგის მოადგილე; რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსი; 2000 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს კონტროლის პალატის სამმართველოს უფროსი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004 წელს ბოლნისის რაიონის გამგებელი; საქართველოს კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2005); 2005-2007წწ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის I მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს საგაზეთო სტატიები: "ქართული ფულის საკითხისათვის"; "ფულად-საკრედიტო სისტემის განვითარების პერსპექტივები საქართველოში" და სხვა. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.178
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |