შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგა კაცია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე იურიდიული ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი). სწავლობდა გერმანიაში, "შპარკასეს" საბანკო სასწავლებელში, კორპორატიულ საბანკო საქმეს. გააჩნია კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იყო "ბანკი რესპუბლიკა ჯგუფ სოსიეტე ჟენერალისა“ და "თიბისი ბანკის" ტოპ მენეჯმენტის წევრი, სადაც მონაწილეობდა ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრაში. "ბანკ რესპუბლიკაში" მუშაობისას, გაიარა კარიერის სხვადასხვა ეტაპი - საოპერაციო ოფიცრიდან გენერალური დირექტორის თანამდებობამდე, ხელმძღვანელობდა ყველა სახის კომერციულ საქმიანობას; ასევე იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება. "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD) იკავებდა მთავარი ბანკირის თანამდებობას. მის კომპეტენციაში შედიოდა სასესხო და კაპიტალის ოპერაციების, ასევე კომერციულ ბანკებთან სასესხო პროდუქტების მენეჯმენტი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა "თიბისი ბანკის" კორპორატიული დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2018 წლის მაისიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა. წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: mrdi.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |