The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია გიორგობიანი

მზია გიორგობიანი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. გავლილი აქვს სასწავლო პროგრამა, როგორც ფინანსების ადმინისტრირების და ეკონომიკური განვითარების, ასევე პროექტების მართვის მიმართულებით. 

გააჩნია საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას გაიარა კარიერის სხვადასხვა ეტაპი - გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის კონსულტანტიდან სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობამდე, სადაც კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას; მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა  და საქართველოს საჯარო სექტორის პარტნიორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებზე; მონაწილეობდა ყოველწლიური და შუალედური ბიუჯეტის დაგეგმვაში. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა "საქტელეფონმშენში" (JSC) ბუღალტრად.  გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება; მსოფლიო ბანკში იყო Voice Secondment Program-ის მონაწილე. მის კომპეტენციაში შედიოდა ბანკის გლობალური პროექტების გამოცდილების გაანალიზება, მსოფლიო ბანკის აქტივობებზე, პროდუქტებსა და პროცედურებზე ცნობიერების ამაღლება. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2018 წლის აპრილიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: mrdi.gov.ge


გააზიარე: