შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ზარქუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკის ორდინატორი; 1982 წლიდან ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის აბდონიმური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წელს დირექტორის მოადგილე სამედიცინო პროგრამების მართვის დარგში. 2000 წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი, სამედიცინო პროგრამის მართვის დარგის დირექტორი; 2002 წლიდან ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 1 გამოგონებისა და 2 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს: ბიოგრაფიული ნარკვევი - "კვალი ნათელი'; შედგენილი აქვს სასერტიფიკაციო კითხვარები ონკოლოგიაში (2001). მისი რედაქციით გამოიცა პირველად ქართულ ენაზე ავთვისებიანი სიმსივნეების TNM კლასიფიკაცია (2002). ექიმი-ონკოლოგი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოლოგი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი ჩირქოვან-ანთებითი გართულებების იმუნოპროფილაქტიკა კუჭის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |