Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემანუელ სიორდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1961წწ. მუშაობდა ქ. კადიევკის სამშენებლო სამმართველო "შახტმშენში" სამთო ოსტატად, ცვლის ინჟინრად, უფროსის მოადგილედ; 1961-1972წწ. ქობულეთის რაიონის ჩაქვის ციტრუსების მეურნეობაში ინჟინრად; 1972-1975წწ. ქობულეთის რაიონის ჩაქვის სუბტროპიკული მეურნეობის მშენებელ ინჟინრად, უბნის უფროსად, დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1975-1993წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ქობულეთის სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსი; 1993-1999წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფმშენკომპლექტის" ქობულეთის სამრეწველო-საკარიერო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან და ასრულებს საექსპერტიზო-საპროექტო სამუშაოებს საგზაო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.511
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |