The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ სიორდია

მიხეილ სიორდია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2015  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად; 1965-1967წწ. "მთავართბილმშენის" სახლსაშენ კომბინატის სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1970წწ. ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს ტექნიკურ ზედამხედველად და უფროს ტექნიკურ ზედამხედველად; 1970-1974წწ. ამავე რაიაღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1974-1981წწ. საბინაო აღრიცხვისა და განაწილების გამგედ; 1981 წლიდან იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მთავარი ინჟინერი (საცხოვრებელი ფართის განაწილებისა და კონტროლის დარგში); არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის ლენინის რაიონული საბჭოს დეპუტატად; უკანასკნელ წლებში იყო საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის პრორექტორი სამშენებლო და სამეურნეო დარგში; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეურნეო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.511; მიხეილ სიორდია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2015.-30 იანვარი.-N18 (7663).-19გვ.



გააზიარე: