The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სირბილაძე

გურამ სირბილაძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1964წწ. მუშაობდა საქართველოს სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველო "სინთეზმშენის" მშენებელ ოსტატად; 1964-1965წწ. იმავე ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1976წწ. ტრესტის რკინაბეტონის ნაკრთობათა კომბინატში - საამქროს უფროსად, მთავარ ინჟინრად, დირექტორად; 1976-1978წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1979-1981წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მარნეულის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; 1982-1987წწ. იყო იმავე სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის დამხმარე საწარმოთა კომბინატის დირექტორი; 1982-1987წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N6 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1987წწ. რუსთავის სახლსაშენი კომბინატის მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1996 წლიდან იმავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.511-512

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: