The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სიხარულიძე

თენგიზ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2010  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. ტაშკენტის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1966-1968წწ. მუშაობდა თბილისის სახლსაშენი კომბინატის ინჟინრად; 1968-1978წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში ("სახმშენი") და რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; 1978-1984წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; იყო თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.512


გააზიარე: