The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუღა სიხარულიძე

ჯუღა სიხარულიძე
Date of birth:1925
Date of death:1989  (at 64 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამიმოსვლო გზათა მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს.

1947-1951წწ. მუშაობდა ქ. უფაში, N417 ხიდმშენ მატარებლის სამუშაოთა მწარმოებლად და სსრ კავშირის მიმოსვლის გზათა სამინისტროს N406 ხიდმშენ მატარებლის რკინიგზის ხიდების მშენებლობის ტყვარჩელის უბნის უფროსად; 1951-1957წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ, კომპარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტის ტრანსპორტის განყოფილების გამგედ, კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1957 წლიდან სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენიში" მუშაობდა სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1985 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; პროფესიული შრომითი საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობდა "ხაშური-ზესტაფონის" მეორე სარკინიგზო ხაზის, "ბორჯომ-ბაკურიანის" (საქართველო), "ოქტომბერ-არშალუისის" (სომხეთი), "აღსტაფა-ბეიუკიაკისის" (აზერბაიჯანი) რკინიგზის ხაზების ელექტრიფიცირებას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა: თბილისის რკინიგზის ცენტრალური, საავტომობილო და აერო ვაგზლები, ვაკე-საბურთალოს საავტომობილო მაგისტრალი, სამგორის რკინიგზის სადგური, სოხუმის სალოკომოტივო დეპო, ქ. ტაუზის სარკინიგზო სადგური (აზერბაიჯანი), კოპიტნარის აერო და ფოთის საზღვაო ვაგზლები, თბილისის ელმავალმშენებელი და ელექტროვაგონმშენებელი ქარხნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ობსერვატორია, სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ს/კ ინსტიტუტი, ბაკურიანისა და დონბაის (რუსეთი) საერთაშორისო, ახალგაზრდული საბანაკო კომპლექსები, ბორჯომის, მარნეულისა და კაჭრეთის ელევატორები, გამარჯვებისა და კინდღის მეფრინველეობის და წნორის მეცხოველეობის კომპლექსები, საგარეჯოს ღვინის ქარხანა, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები (საქართველოს თითქმის ყველა რაიონში); მიღებული ჰქონდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმების საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.512-513

Awards and Honors

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: