Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან სკამკოჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1952წწ. მუშაობდა მახარაძის საამშენებლო სამმართველოში მშენებელ ინჟინრად; 1952-1954წწ. მახარაძის წყალთა მეურნეობის სადგურზე ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად; 1954-1957წწ. ცეკავშირის მახარაძის სამშენებლო უბნის ინჟინერ-მშენებლად, უბნის უფროსად; 1956-1961წწ. ოზურგეთის ფაიფურის ქარხნის კაპიტალური მშენებლობის ინჟინრად; 1961-1998წწ. იყო ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ფამფალეთისა და ასკანის სავაჭრო ცენტრის, ფაიფურის ქარხნის, მახარაძის N1 საშუალო სკოლის ახალი კორპუსის, ურეკში დასასვენებელ კომპლექს "მთის ბროლის", მისი საერთო საცხოვრებლების, ოზურგეთში მაღაროთა სამმართველოს ქიმიური ქარხნის, ასევე ბენტონიტების ქარხნის, მაღაროთა სამმართველოს საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.513 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |