The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ როგავა

გურამ როგავა
ოფიციალური სახელი:გურიელ როგავა
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელი ფერწერის განხრით.

1961 წელს მუშაობა დაიწყო ქდსპფ სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. როგორც ოპერატორმა გადაიღო მრავალი სიუჟეტი კ/ჟურნალებისთვის "საბჭოთა საქართველო", "სპორტი", "საბჭოთა ამიერკავკასია", დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, მათ შორის: "აკადემიკოსი ავლიპ ზურაბიშვილი" (გ. მონავარდიშვილი, თ. ბაქრაძე, 1970), "ლადო ასათიანი" (დ. კობახიძე, 1975), "იამბე, ციხის ნაშალო" (შ. შონია, 1982), "ფესტივალი, ფესტივალი" (ე. ვაწაძესთან / ე. ფედნევი, 1985), "ჩაიანის მშენებლობა" (თ. მალანია), "ცხინვალი გუშინ, დღეს" (გ. ჭუბაბრია, 1993), "გზა თავისუფლებისკენ" (გ. ჭუბაბრია, 1993) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 156-157; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: